Friday, April 6, 2012


1. პროექტის სახელწოდება: “ბუნების ქომაგნი
2.პროექტის მთავარი იდეა: ხელს შეუწყობს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას, გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო აქტივობებში, ხელს შეუწყობს მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებას, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას, გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო აქტივობებში, მისცემს მოსწავლეებს თვითრეალიზების საშუალებას, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას.
3. პროექტის აქტუალობა: აქტიური მოსწავლეების საშუალებით, დავაინტერესოთ და გავზარდოთ მოსწავლეების ჩართულობა  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენით არა მარტო სოფლის  არამედ მსოფლიო  გლობალური  პრობლემების  მიმართაც. მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაციები საჭირბოროტო საკითხების, ეკოლოგიური პრობლემის შესახებ. დავაინტერესოთ  და მივაღწიოთ იმას რომ თითოეულმა მათგანმა გაითავისოს ეკოლოგიური პრობლემებით გამოწვეული საშიშროება და იზრუნოს საკუთარი მომავლის გადარჩენისათვის. დავუმეგობრდეთ სხვა სკოლის ეკოლოგიური ჯგუფის წევრებს და ერთობლივი საქმიანობით: აქციების, ტრენინგსემინარების, დებატების  ჩატარებით, საინფორმაციო ბროშურების გავრცელებით. გავუღვივოთ თითოეულ პიროვნებას ბუნების სიყვარული,
4.    პროექტის მიზნები :
 აქტიური მოსწავლეების საშუალებით, დავაინტერესოთ და გავზარდოთ მოსწავლეების ჩართულობა  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენით არა მარტო სოფლის  არამედ მსოფლიო  გლობალური  პრობლემების  მიმართაც.
•   მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაციები საჭირბოროტო საკითხების, ეკოლოგიური პრობლემის შესახებ.
•    დავაინტერესოთ  და მივაღწიოთ იმას რომ თითოეულმა მათგანმა გაითავისოს ეკოლოგიური პრობლემებით გამოწვეული საშიშროება  და იზრუნოს საკუთარი მომავლის გადარჩენისათვის.
დავუმეგობრდეთ სხვა სკოლის ეკოლოგიური კლუბის წევრებს  და პარტნიორ კლუბთან  ერთობლივი საქმიანობით: აქციების, ტრენინგსემინარების, დებატების  ჩატარებით, საინფორმაციო ბროშურების გავრცელებით.
•   გავუღვივოთ თითოეულ პიროვნებას ბუნების სიყვარული, რომ გაითავიოს ბუნების ტკივილი, მიიღოს ბუნება როგორც ცოცხალი და იზრუნოს ისე როგორც საკუთარი პირმშოს ზრდაგაძლიერებისათვის
• მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან ერთად და სოფლის მუნუციპალიტეტის, გარემოს დაცვის  დეპარტამენტის თანამშრომლების  დახმარებით  დავრაზმოთ სოფელ ხელვაჩაურის მოსახლეობა, რათა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ ტყის ეკოლოგიური ბალანსი, რომელსაც აქვს წყალდაცვითინიადაგდაცვითი  და ქარსაცავი ზოლის მნიშვნელობა.  
შევავსოთ გაჩეხილი ტყის მასივი, აღვადგინოთ და დავიცვათ  სოფელი  ტყის გაჩანაგებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედებისაგან. ვიბრძოლოთ იმისათვის რომ  ჩვენი სოფლის ტყე  გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად, რომელსაც უდიდესი ესთეტიკური და რეკრეაციული დანიშნულება ექნება.
•     ჩვენი მიზანია მივაღწიოთ იმას, რომ მოსახლეობამ გაითავისოს  ტყის ნობათიმისი სამკურნალო დანიშნულება  და ხელი შეუწყოთ   ტყეში სამკურნალო  მცენარეების  მოშენებას, როგორც გამოყენების, ისე ბიზნესის   თვალსაზრისით  ხელი შევუწყოთ ტყეში   ფუტკრის მომრავლებას. ვფიქრობთ რომ ეს ხელს  შეუწყობს აგრეთვე სოფლის  მეურნეობის  უძველეს დარგის   აღდგენაგანვითარებას.   
•    ჩვენი მიზანია დარგოს თითო მოსწავლემ  თითო ხე  რათა  გადავარჩინოთ მომავალი
•   ტყის განადგურება წამებში ხდება, ხოლო აღდგენას წლები  სჭირდება. მცენარეები ხომ დედამიწის  მწვანე ფილტვებია და ნუ გავანადგურებთ საკუთარ მომავალს, ნუ მოვჭრით იმ ტოტს, რომელზედაც ვზივართ, რამეთუ  ადამიანი ბუნების ნაწილია, მისი შვილია.
5.    მონაწილეთა ასაკი : IX-X-XII  კლასის მოსწავლეები.
6.    ვადები/ხანგრძლივობა : 10 თვე
7. მოსალოდნელი შედეგბი : ფაილების დამზადება, საინფორმაციო ბროშურებისა და    ვიდეო რგოლების დამზადება, სოციალური ქსელების                                                           გამოყენება, ბროშურების დამზადება, ვებ-გვერდის შექმნა                                                            და განთავსება ინტერნეტში.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : კომპიუტერი, ვიდეოკამერა, ფოტოკამერა, ფერადი ქაღალდები, მწვანე მაისურები, შავი პარკები, სამუშაო ხელთათმანები, ნერგები, ტრანსპორტი, სამუშაო იარაღები, კარვები, საძილე ტომრები
9.     პროექტის მსვლელობა:
1 .სახალხო გამოკითხვის ჩატარება, მოსწავლეების მიერ მოსახლეობასთან (აპრილი).  სახალხო გამოკითხვის ჩატარება მიზნად ისახავს გამოარკვიოს მოსახლეთა ინფორმირებულობა მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ, რას ფიქრობენ შეიძლება თუ არა საფრთხის თავიდან აცილება და როგორ.
 2.ტყის გაჩეხილი ფართობის შევსება ნერგებით, მოსწავლეები, მასწავლებლები, მოსახლეობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და გარემოს დაცვის და
ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანამშრომლები. (აპრილი, ნოემბერი), მიზნად ისახავს შევავსოთ  გაჩეხილი ტყის მასივი, აღვადგინოთ და დავიცვათ ტყის გაჩანაგებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედებისაგან.
3.დედამიწის დღის აღნიშნვა (22 აპრილი, კლუბის წევრები, საბუნებისმეტყველო კათედრა, სკოლის მოსწავლეები).  კლუბის მიზანია გამოეხმაუროს მსოფლიოს საზოგადოებას. ავღნიშნოთ 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღე და ვუსურვოთ ყველას რომ არ დაეკარგოს არასოდეს ის სილამაზე რაც გააჩნია. ეს პლანეტა მართლაც რომ უნიჭიერესი მხატვრის უდიდეს ნაშრომს წარმოადგენს, რომ ჩვენი პლანეტა არის საერთო სახლი, სადაც შეიძლება ერთი რეგიონის პრობლემა ყველას პრობლემად იქცეს. დედამიწის ღირშესანიშნაობას ხომ აქ არსებული სიცოცხლე წარმოადგენს და ბუნების ხელყოფა სი ცოცხლის განადგურებას ნიშნავს.
4.სანაპირო ხაზის რეგულარული დასუფთავება სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ. (მაისი, სექტემბერი, ოქტომბერი).  კლუბის წევრები სკოლის მოსწავლეებთან  ერთად სისტემატიურად მოაწყობს მდინარე მეჯინისწყლის სანაპირო ზონის დასუფთავებას. სანაპირო ზოლის დასუფთავება ხელს შეუწყობს არა მარტო წყლის ორგანიზმების გამრავლებას, არამედ სანაპირო ზოლის მცენარეთა გავრცელებას. დაიცავს მოსახლეობას სხვადსხვა ინფექციური დაავადებებისაგან და ფიზიკური დაზიანებისაგანგანსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც ბანაობენ და თევზაობენ მდინარეში.
5.ტრენინგსემინარების ჩატარება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენლის მიერ (აპრილი, ოქტომბერი) და ლექცია სემინარის ჩატარება ბოტანიკური ბაღის თანამშრომლის  ჯულიეტა ჯაყელის მიერ (ივნისი). ტრენინგსემინარების ჩატარება ხელს უწყობს მუშაობის პროცესის დახვეწას, პრობლემების გადაჭრის გზების მიგნებასდიალოგის გზით იდეების გაცვლას სამუშაო გეგმის დახვეწის მიზნით, სპეციფიკური ფაქტების, იდეებისა და ცნებების წვდომას, წარდგენას და ინტერპრეტაციას.
6.ექსკურსიების მოწყობა ბოტანიკური ბაღში კლუბის წევრებისა და მასწავლებლების მიერ  (ივნისი.) ექსკურსიის მოწყობის მიზანია ეკოლოგიური გარემოს გაცნობა, ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა, მთის და ბარის ეკოსისტემის შედარება, კვლევითი მუშაობის გაცნობა, ჩართვა, ესთეთიკური ღირებულებების გაღვივება და პატრიოტული სულისკვეთების გამოვლენა, ათვისებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში.
7.მწვანე პოლიტიკის განხორციელება ,მწვანე მაისურები, მწვანე ბროშურები, კლუბის წევრების მიერ (ივნისი). მიზანია გავავრცელოთ ინფორმაციები ბუნების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, მრავალფეროვნებაზე, ბუნების საოცრებაზე. მწვანე ბროშურების საშუალებით გავავრცელებთ ინფორმაციას არსებულ პრობლემებზე, კატასტროფების რისკის შემცირებაზე, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციაზე, გარემოს დაცვის შესახებ ცოდნის და გამოცდილების გაზიარების შესახებ.
8.საინფორმაციო ბროშურებისა და ვიდეორგოლების დამზადება, სოციალური ქსელების გამოყენება კლუბის ეწვრების მიერ (ივლისი). საინფორმაციო ბროშურებისა და ვიდეორგოლების დამზადება, სოციალური ქსელების გამოყენება მიზნად ისახავს ინფორმაციის მოგროვებას, დამუშავებას, პრობლემის წარმოჩენას და გავრცელებას.
9.ეკობანაკების მოწყობა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ (აგვისტო). ეკობანაკებში ყოფნისას მოსწავლეები ეჩვევიან თანატოლებთან და უფროსებთან კონსტრუქციულ  ურთიერთობას და გუნდურ მუშაობას. მოზარდებს გამოუმუშავდებათ თვითშეფასებისა და თვითრწმენის უნარი. ამზადებს მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრისა და კონფლიქტების მოგვარებისათვის, უჩნდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა.
10. პროექტის ხელმძღვანელი: გულნარა დვალიძე.
11. ხელმძღვანელის ელ. ფოსტაgulnaradvalidze@gmail.com.
12. პროექტის ვეპ-გვერდი/ბლოგი: xelvachaur.blogspot.com
გაკვეთილის გეგმა: